ხინკალი

ხინკალი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოლულარული საჭმელია.

ხინკალი გამოძახებით 599 06 91 51 , ხინკლის შეკვეთა, ხინკალი,

ხინკალი

გინახავთ სადმე,ხინკლისგან
კაცი კვდებოდეს ჭირითა?
ვისაც არ გინდათ, დამშვიდდით,
თქვენთვის მოვხარშავთ ჩირითა,
შიგ ბალახ-ბულახს ჩავკეპავთ,
არ გადავტვირთავთ ცხიმითა,
აფსუს, ხინკალო, ფშაველიც
რო გწუნობს თავის პირითა,
ჩინურ რესტორანს ესტუმროს,
გამოტყვრეს ბრინჯის ღვინითა.
ვახ მე, რა მოგდით, ქართველნო,
ძველ მადლით ვეღარ ხვივითა,
დასხედით ჭამეთ ბალახი,
თმებ შაიღებეთ ინითა,
რო მოვკვდე, ჩემ შესანდობარს,
ქელეხშიც ყავით იტყვითა?

ხინკალი

შენი ჭირიმე ხინკალო
შენამც დამაყრი მიწასა
თუ კარგ ხინკალი იყავიო
რად ეთრეინეო ციცასა
შენი ჭირიმე ხინკალო
ოცდაცხრა ნაოჭიანო
სანამ შენ მაიხარშებიო
ჩამეძინებაო ტიალო
შენი ჭირიმე ხინკალო
გამოგაღვიძებ ჭამაში
შენი ჭირიმეო ხინკალო
გამოგაღვიძებო ჭამაში

ხინკალი

საწყალო ხორცის ხინკალო, შენც გაიფუჭე სახელი.
ვინ მოგიგონა პირველად, იმას დაადგეს ნათელი.
შენი სამშობლო ფშავია, ბაკანი, ხონჩა, საცერი.
კაი მსუქანი ცხვრის ხორცი, ქეიფიც იმის საფერი.
წვრილი და კოხტა ნაოჭი, გაქებდეს შენი მნახველი.
ხონჩაზე იყინებოდეს წვენი ზედ ჩამონადენი.
იუკადრისე სოფელი, ასდექ, ქალაქში წახველი.
თეფშებზე წამოგასკუპეს ერთი უჯმაჯი, სამზნელი.
თავი გაქვ უშველებელი, ვინ არი იმის შამჭმელი.
გულადაც მწვანილ ჩაგიდვეს, ცოტ–ცოტა ხორცის ნაჭერი.
სირცხვილით როგორა სჩნდები, თავის წინაპრის შამრცხვენი.
ქალქაში რასაც გიზამდნენ ვერ თუ იცოდი მაგთვენი? —

ხინკალი

ხინკალო

მზიან ბორჯღალად მოხვეულო,
ფშაურო, თუშურო, მოხევურო,
ქალაის თითებით ნაფერებო,
ნაოჭებასხმულო ბროწეულო,
კადაჩლის ნისლივით ოხშივარი
შენით დახუნძლული ხონჩის არი,
მოფშავლებულზე სასურველო,
სწორედ რომ სულზე მოგვისწარი!

ხინკალი

შენი ჭირიმე ხინკალო, ოცდაცხრა ნაოჭიანო,
სანამ შენ მაიხარშებიო, ჩამეძინებაო ტიალო.
შენი ჭირიმე ხინკალო, გამოგაღვიძებ ჭამაში.

ხინკალო შენი ჭირიმე, იხაროს შენმა მომხვევმა;
სულ კოცნა-კოცნით აგიღოს, თითებით შენმა შემჭმელმა.

ხინკალი

ვინც არ შესჭამს ცხრა ცალ ხინკალს,
“სანათ-ფართზე” აღარ მიმყავს,
აღარც გამარჯობას ვეტყვი,
არც დავუბნევ გულზე მიხაკს,
აღარც ვეკაფიავები,
ბუტე-ბუტე, აღარც მიყვარს!
ჩემი გული ვერ მოიგოს,
რაც უნდ “გაჭედილი” მითხრას

ხინკალი

ხაჭუს ხინკალო, კარგი ხარ, ქამა სოკოსა ღგევხარო
ნაოჭებ ვეღარ მავსთვალე,
სურნელ რამ ხქონდა სვიანი.
უმალ ვარიდე ავ თვალებს,
სიტყვაც ვუთხარი გზიანი:

ტიალო, ხაჭუს ხინკალო,
როგორ ლამაზად სჩანხარო.
არ ვიც, მუზეუმს მიგართო
ან თუ ავდგე და შაგჭამო.

ხაჭუს ხინკალო, კარგი ხარ,
ქამა სოკოსა ღგევხარო;
ერბოსთან – ჭკვაში მამდიხარ,
ჟიპიტაურთან – მზე ხარო!

ხინკალი

რა კარგ რამე ხარ არაყო
რომ არ იცოდე დათრობა
დათრობის ნაცვლად ნეტავი
ვინ მამაძაღლი შაგსომდა

აი ხინკალო ხინკალო
მერე ქალასთან წოლაო
ხელფეხის არ გაჩერება
გათენებამდე ბრძოლაო

ხინკალი

ფშავშიით აქ მორთმეულო
ფშავლის ქალ-რძალის ნაზელო
მარილში გადარეულო,
ცეცხლის ალ და ბოლ ნაყლაპო
გულშიგნით მზეგარეულო,
ბებოს ძობანში ნაშრობო
ქოთნით არ განამზეურო,
ტაფაზე გაცხელებულო
შიგ ერბო გადარეულო.
კაი ფშავლების დამზრდელო
გემოთი გამორჩეულო
მრგვალ-მრგვალო კეცეულებო
ლამაზად შამოხვეულო,
დამბალი ხაჭოს ხინკალო
ერბოში ამოთრეულო…

ხინკალი

–”დაგძინებია, არჩანდავ,
დაგსიზმრებია ხინკალი,
რეერთან ნაოჭან ხქონდენ,
არ დამიმალო, მითხარი …”
არჩანდა:
–”ნაოჭებ ვეღარ მავსთვალე,
სურნელ რამ ხქონდა სვიანი.
უმალ ვარიდე ავ თვალებს,
სიტყვაც ვუთხარი გზიანი…”

ხინკალი

„დაგძინებია, ხინკალო, გამოგაღვიძებს ჯაბანი,
წამოდგა გაჯავრებული, წამამიღირა ხანჯარი.
ვერ შავიმპოვრე ხვეწნითა,თავს დამალეწა აბჯარი!“