ხინკლის შეკვეთა 599 06 91 51 – სათუთი რიტუალი

ხინკლის შეკვეთა საქართველოში მთელი რიტუალია რესტორანში იქნება ეს თუ გამოძახებით.

ხინკალი გამოძახებით 599 06 91 51 , ხინკლის შეკვეთა

თამარ თეთრაძე სპეციალურად საიტისათვის https://fursheti.medgeo.net

ხინკლის შეკვეთა

ხინკალი რომ მოგინდება ადამიანს, ესე იგი მთელი რიტუალი და ამბავი გელის წინ. ხინკლის შეკვეთა ეს არაა არც პიცის და არც ბორშის შეკვეთა, აქ სულ სხვანაირი ადათები და წესებია. ჯერ ის ადგილი უნდა აირჩიო, სადაც საუკეთესო ხინკალს ამზადებენ. მერე დიორის კაბა გადმოიღო და ზარზეიმით გაემართო ხინკალთან შესახვედრად.

პრადას სათვალით დანახული ხინკალი

მთავარი და უმთავრესი ხინკლის შეკვეთამდე, რესტორანში საუკეთესო ადგილის შერჩევაა. ადგილი ისეთი უნდა იყოს, ჯერ ხედით უნდა დატკბე. თუ გარეთ არაფერი ხდება  ვინ შემოდის და გადის ყველას ხელისგულზე უნდა ხედავდე. ან ისინი მაინც  გხედავდნენ. 
აბა დიორის კაბა და პრადას სათვალე თუ ვერავინ დაინახა ეგრე, სახლშიც  შეჭამდი ბებიას მოხვეულს. 

ხინკალი, ბრენდი, ტრენდი

მთავარი რესტორნის ადგილის არჩევის დროს არის სამი ჯადოსნური სიტყვა. ხინკალი, ბრენდი, ტრენდი. ჯერ უნდა დარწმუნდე რომ სწორედ ის ადგილი შეარჩიე, სადაც ეს სამი სიტყვა იმდენად კარგად ესმით, რომ ბავშვობაში პირველი სიტყვა დედას მაგივრად აქედან რომელიმე თქვეს.  აბა რა ფასი აქვს იქ ჯდომას, სადაც ვერ მიხვდებიან კაბა ნათელასთან იყიდე თუ ვაკის ბუტიკში. 

ხინკლის შეკვეთის დროს მთავარი კაბის ფერია

ხინკლის შესაკვეთის ბედნიერება სევდამ რომ არ შეცვალოს.მთავარია კაბის ფერი სწორად შევარჩიოთ. თუ ღმერთი გაუწყრა და ხინკალს წვეთი მაინც ჩამოუგორდა კაბაზე, დიდად არც კაბას შეეტყოს და არც ჩვენ ხასიათს. ხო და კაბის ფერს და ადგილს კარგად რომ შევარჩევთ გადავალთ ხინკლის შეკვეთაზე.

ხინკლის შეკვეთის მათემატიკა

სანამ ხინკალს შევუკვეთავთ ჯერ მთავარი საკუთარ თავში იმის გარკვევაა, რამდენი ხინკლის მჭამელი ხარ. ეს საკითხი ლავირებადია. თუ ბიჭთან ერთად ხარ პაემანზე და თანაც პირველად,  სამ ხინკალში ჩაეტევი. თუ დიდი ხნის ნაცნობია ხუთ ხინკალსაც გარისკავ ადამიანი.  თუ დაქალთან ერთად ხარ მაშინ დიორის კაბის საყელოც ჭამს. თვლა რა მოსატანია. 

ლელო ხინკლის კარში

ყველაფერი რომ  აწონ-დაწონილი და შესრულებულია, დროა მივმართოთ ოფიციანტს. ახლა არის ის დრო და მომენტი, როდესაც  შენი კაბა და მათემატიკა შეჯამების ფაზაშია. ოფიციანტის ხმა: რას შეუკვეთავთ?
ხინკალს, ხინკალს შევუკვეთავთ!!!

ხინკლის შეკვეთა სახლიდან. დიორის კაბა თუ ბალენსიაგას ჩუსტები?!

რესტორანსა და იქ სვეცკაობას რომ ხინკალივით პრიალა და ბრიალა მზე უხდება, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ თუ წვიმაა და რომანტიკის განწყობა მოგვეძალა?! მაშინ სახლში, ბუხართან, ოჯახის ჭაჭასთან ერთად, ხინკლის შეკვეთაზე უკეთესს რას მოიფიქრებს ადამიანი. კი დამაჟრიალა რომ გამახსენდა.
არ იფიქროთ სახლში ნათელასთან ნაყიდი ჩუსტებით დაგხვდებით. არა გენაცვალე, სულ გუჩები და არმანები.

საუკეთესო გვერდები ხინკლის შესახებ ქართულ ინტერნეტში

გამოიძახეთ Top-ხინკალი
შეუკვეთეთ Top-ხინკლი