შაურმის გამოძახება საკმაოდ პოპულარული სერვისია საქართველოში.
შაურმის ისტორია
შაურმა – ახლოაღმოსავლური კერძია ხორცით (ქათმის, ღორის, ბატკნის, ცხვრის, იშვიათად ხბოსა და ინდაურის), რომელიც იწვება შამფურზე, გახვეულია ლავაშში (იშვიათად პიტაში) და ემატება სანელებლები, სოუსები და ახალი ბოსტნეულის სალათა. მიირთმევენ დანა-ჩანგლის გამოყენების გარეშე.
სიტყვა „შაურმა“ – წარმოდგება არაბულიდან „shawura”, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც – გადმობრუნება, ბრუნვა; ხოლო დაბოლოება „მა“ – არის სომხურ ენაზე კერძების გავრცელებული დაბოლოება.
მიუხედავად იმისა, რომ კერძი ხელმისაწვდომი იყო მოსახლეობის ყველა ფენისთვის, მაინც ითვლებოდა დაბალი კლასის კერძად. განსხვავდებოდა მხოლოდ ხორცით, დანარჩენი გულსართი იყო უცვლელი.
ოსმალეთის იმპერიაში, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში, ხორცის ნაჭრები მზადდებოდა ჰორიზონტალურ გრილზე და იყო მწვადის მსგავსი. ვერტიკალური გრილი გაჩნდა მოგვიანებით მე-19 საუკუნის შუა პერიოდში. თანამედროვე თურქეთის ქალაქი ბურსა ჩვეულებრივ ითვლება დონერ ქაბაბის („მბრუნავი ხორცი“) წარმოშობის ადგილად – ფენებიანი ხორცის ნაჭრები, რომელიც იწვება ვერტიკალურ შამფურზე.
შაურმის გამოძახება >> http://www.gen.ge/შაურმა-გამოძახებით/
შაურმის მომზადება
შაურმისთვის შერჩეული ხორცი იწვება სპეციალური ტექნოლოგიით მისთვის განკუთვნილ ვერტიკალურ გრილზე. ხორცი აცმულია ვერტიკალურად განლაგებულ შამფურზე, რომელიც ბრუნავს საკუთარი ღერძისა და საკუთრივ გამახურებელი ელემენტების ირგვლივ (განლაგებულია შამფურის გასწვრივ). ხორცის შეწვის ხარისხის მიხედვით მას ჩამოაჭრიან გრძელი დანის დახმარებით (ან სპეციალური ელექტრული დისკისებური დანით) თხელ ნაჭრებად, რომელიც იყრება ლანგარზე. ეს ნაჭრები შემდეგ დამატებით ქუცმაცდება.
ლავაშში ან პიტაში ხორცთან ერთად გულსართს ემატება სოუსი (იშვიათად თეთრი ნივრის და ყველაზე ხშირად წითელი ტომატის) და ბოსტნეული (კომბოსტო და კიტრი)>
შაურმის გამოძახება >> http://www.gen.ge/შაურმა-გამოძახებით/
სახელწოდებები სხვადასხვა რეგიონებში
- აზერბაიჯანი – ყველაზე ხშირად უწოდებენ უბრალოდ დონერს (dönər)
- ალჟირი – მსგავს კერძს ჰქვია დენერი
- სომხეთი – შაურმის ვარიაციას ფუნთუშაში ჰქვია კარსი-ჰოროვაცი ან უბრალოდ კარსი. წარმოადგენს ხორცის დიდ ნაჭერს შამფურზე, რომლიდანაც თანდათან ჩამოაჭრიან ხორცს მომზადების დონის მიხედვით და ახვევენ გრძელ ფუნთუშაში
- ბელგია – თუ გულსართი გახვეულია თხელ ლავაშში გამოიყენება სახელი პიტა-დურუმ (ფრანგ. Pita durum) ან უბრალოდ დურუმ (შეცვლილია სომხურიდან burum-„ხელისგულზე“; თუ გულსართი თავსდება პიტას ნახევარზე, მაშინ გამოიყენება უბრალოდ პიტა (ფრანგ. Pita)
- ბულგარეთი – გამოიყენება სიტყვა დიუნრი, თუმცა რეცეპტურიდან გამომდინარე ეს კერძი ძალიან ახლოსაა ბერძნულ გიროსთან
- დიდი ბრიტანეთი – იყენებენ მოკლე სახელს – ქაბაბი (თურქული döner kebab -დან)
- გერმანია – გამოიყენება სახელწოდება დონერ-ქაბაბი ან უბრალოდ დონერი. ასე ტერმინი თუ გულსართი გახვეული თხელ ლავაშში, ზოგჯერ იყენებენ სიტყვას – დიურუმ (თურქ.dürüm „გახვეული“); გვხვდება სახელი თურქული პიცაც (გერმ.Türkische Pizza )
- საბერძნეთი (კრეტას ჩათვლით) – ხორცს, რომელიც მზადდება ვერტიკალურ შამფურზე ჰქვია გიროსი, ხოლო ამ ხორცით შევსებულ პიტას – გიროს პიტა
- ისრაელი – გამოიყენება ტერმინი შავარმა, მაგრამ ჩვეულებრივ ებრაულ დამწერლობაში ხმოვანის არარსებობის გამო უფრო გავრცელებულია – შვარმა; ისრაელში მცხოვრები არაბები წარმოთქვამენ მას როგორც – შუარმა. ახვევენ პიტაში ან ფრანგულ ბაგეტში. საყვარელი სანელებლებია – ჰუმუსი, თხინა, „ამბა“ (დამარინადებული მანგოს თხევადი სანელებელი). ასევე თან მოყვება ან შიგთავსშია კარტოფილი ფრი. ებრაული შაურმიდან სრულიად ამოღებულია რძის პროდუქტები ნებისმიერი სახით ქაშრუტის მოსაზრებებიდან გამომდინარე.
- ირანი – უწოდებენ ქაბაბს თურქეთიდან (სპარს. [kabāb-e torki] )
- ლიბანი – შავარმა
- ლიტვა – უბრალოდ ქებაბასი (ლიტვ.kebabas)
- პოლონეთი – გამოიყენება სიტყვა ქაბაბი, მხოლოდ პოლონური მახვილით ბოლოსწინა მარცვალზე.
- რუსეთი – შაურმა, ზოგიერთ რეგიონში კი შავერმა (ზოგჯერ ეს სახელები მიეკუთვნება კერძის სხვადასხვა სახეს – ერთი სომხურ ლავაშში, მეორე პიტაში)
- რუმინეთი – შოორმა
- თურქმენეთი – ხშირად იყენებენ დონერს, იშვიათად შაურმას
- უზბეკეთი – გავრცელებულია სახელი – თურქ-ქაბობ; თუმცა, ჩვეულებრივ ეს ნიშნავს თხელ პურზე მომზადებულს (როგორც პიტა), ხოლო ლავაშში გახვეულს ხშირად უწოდებენ უბრალოდ ლავაშს. „დონარი“ გამოაქვთ როგორც ცალკე მეორე კერძი გარნირთან ერთად.
- საფრანგეთი – ქაბაბი (ფრანგ. Le kebab) ან შავარმა (ფრანგ. Chawarma)
- ჩეხეთი – გიროსი (ბერძნული წარმოშობის)