ოსური შახარაჯინი გამოძახებით

ოსური შახარაჯინი ოსური ხაჭაპურის ერთ-ერთი სახეობაა. მზადდება ჭარხლის ფოთლითა და ყველით. გულსართში ზოგჯერ ცოტა არაჟანსაც უმატებენ. გთავაზობთ ოსური შახარაჯინის ძველ, ტრადიციულ რეცეპტს.

ოსური შახარაჯინი

ოსური შახარაჯინიცომის მომზადება:

  • ფქვილი – 200 გ
  • საფუარი – 5 გ
  • შაქარი – 2 გ
  • მარილი – 5 გ
  • ზეთი – 20 მლ
  • წყალი – 100 მლ
  • კარაქი ან ერბო – 20 გ

გულსართისთვის:

  • ჭარხლის ფოთოლი – 300 გ
  • იმერული ყველი (ნაკლებად მარილიანი) – 200 გ
  • მწვანე ხახვი – 10 გ
  • ქინძი – 10 გ

მომზადების წესი:

  1. თბილ წყალში გახსენით საფუარი და შაქარი. ცალკე თასში ფქვილს შეურიეთ მარილი, დაასხით საფუარიანი მასა და მოზილეთ რბილი ცომი. მომზადებული ცომი გადაზილეთ ზეთში დასველებული ხელით. ჩადეთ ღრმა თასში და ზემოდან მშრალი ტილო გადააფარეთ. 30 წუთში ისევ გადაზილეთ და დაელოდეთ, რომ კარგად ამოფუვდეს.
  2. გულსართისთვის ჭარხლის ფოთლები (ღეროები არ დაგჭირდებათ) კარგად გარეცხეთ, დაჭერით, ჩაყარეთ თასში, მოაყარეთ მარილი, მსუბუქად დაზილეთ და 30 წუთს გააჩერეთ. შემდეგ გადაიტანეთ საწურზე, ზედმეტი წვენი რომ დაიწუროს. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი. მწვანე ხახვი და გახეხილი ყველი.
  3. ცომი რომ კარგად აფუვდება, აიღეთ 300 – გრამიანი გუნდა, გააბრტყელეთ, ჩაუდეთ გულსართი და მოუკარით თავი ისე, რომ შუაში 2 სმ ზომის ნასვრეტი დარჩეს (სასურველია, ჭახრაკინა იყოს 1 სმ სისქის). გამოაცხვეთ ღუმელში 220 – 250 გრადუსზე. კარგად რომ დაიბრაწება, გამოიღეთ და ზემოდან კარაქი ან ერბო გადაუსვით.

გადასვლა >> https://fursheti.medgeo.net/