ოსური ხაბიზჯინი , ხაბიზგინი გამოძახებით

ოსური ხაბიზჯინი (ხაბიზგინი) ცხინვალის რეგიონში  გავრცელებული ხაჭაპურის ნაირსახეობაა. მისი ეტიმოლოგია ოსური სიტყვიდან “ხაბიზჯგნ” მოდის, რაც ხაჭაპურს ნიშნავს. გულსართად, ძირითადად, ყველი და კარტოფილი გამოიყენება.

ოსური ხაბიზჯინი

ოსური ხაბიზჯინი – ინგრედიენტები

ოსური ხაბიზჯინიგულსართი:

  • ფქვილი – 600 გ
  • საფუარი – 1 ჩ.კ
  • შაქარი – 1 ჩ.კ
  • მარილი – 1/2 ჩ.კ
  • კვერცხი – 1
  • რძე – 100 გ
  • მოხარშული კარტოფილი – 350 გ
  • ყველი – 450 გ
  • კარაქი – 50 გ
  • მარილი

მომზადების წესი

ცომის მომზადება:  თბილ რძეში გახსენით საფუარი და შაქარი, დადგით 10 წუთი. თასში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, გაუკეთეთ ჩაღრმავება, დაამატეთ მარილი,  საფუვრიანი რძე და კვერცხი. მოზილეთ ცომი.  ცომი მწებავი და რბილია, მაგრამ ეს ნორმალურია. გადააფარეთ თავზე და დატოვეთ ასაფუებლად.

გულსართის მომზადება: თბილ-თბილი მოხარშული კარტოფილი დაჭყლიტეთ, დაამატეთ კარაქი, გახეხილი ყველი (დაახლოებით იგივე რაოდენობა რაც კარტოფილია) მარილი და კარგად აურიეთ.
გაფუებული ცომი გადაიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე. გაანაწილეთ გუნდებად, გააბრტყელეთ, ჩაუდეთ გულსართი და მოუკარით თავი. კვლავ გააბრტყელეთ და გამოაცხეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, ოდნავ დაბრაწვამდე.

გამომცხვარს ცხელ-ცხელს  ზემოდან წაუსვით კარაქი.

გადასვლა >> https://fursheti.medgeo.net/