3-5 წლის ბავშვის დაბადების დღის წვეულება და ფურშეტი

3-5 წლის ბავშვის დაბადების დღის წვეულება და ფურშეტ

3-5 წლის ბავშვის დაბადების დღის წვეულება და ფურშეტი  შეიძლება აღინიშნის სახლში , ბუნებაში, სპეციალურ საბავშვო კაფეში ან გასართობ ცენტრში. ადგილის შერჩევა დამოკიდებულია ბავშვის ტემპერამენტზე და მის სურვილზე.

თუ ბავშვს ურჩევნია წყნარი თამაშები – აირჩიეთ სახლის წვეულება, ხოლო თუ ბავშვი მოძრავია – დაფიქრდით ბუნებაში პიკნიკზე ან გასართობ ცენტრში აღნიშვნაზე.

3-5 წლის ბავშვის დაბადების დღის ფურშეტი

✻ ვინ დავპატიჟოთ

ამ ასაკისთვის ბავშვებს უკვე ჰყავთ მეგობრები. შესთავაზეთ დაპატიჟოს ისინი. თუ დარწმუნებული ხართ, რომ გაუმკლავდებით ბევრ ბავშვს ერთად – ბავშვმა თვითონ შეადგინოს სტუმრების სია.

თუ დამხმარეები არ გყავთ ან გინდათ, რომ დღესასწაულმა ჩაიაროს უფრო მშვიდად შესთავაზეთ პატარას ალტერნატიული ვარიანტი: შეარჩიოს 3-5 საუკეთესო მეგობარი და ისინი დაპატიჟეთ.

დანარჩენი ბავშვები რომ არ განაწყენდნენ, შეგიძლიათ გამოაცხოთ ტორტი და მომდევნო დღეს მიიტანოთ ბაღში, რათა ყველამ მიირთვას.

✻ სადღესასწაულო მენიუ

სადღესასწაულო მენიუ დამოკიდებულია ღონისძიების ჩატარების ადგილზე. თუ ეს არის სახლის წვეულება, სუფრაზე გაიტანეთ სხვადასხვა წვენი, მორსი, ახალი ბოსტნეული და რა თქმა უნდა ტკბილეული (ტორტი, დესერტი, სხვადასხვა ფორმის ორცხობილები, პეროგები, ნაყინი). წასახემსებლებისთვის ნუ გამოიყენებთ ხის ჩხირებს, რადგან საშიშია ბავშვებისთვის.

თუ აღნიშნავთ ბუნებაში წელიწადის თბილ დროს, ყურადღება მიაქციეთ, რომ პროდუქტები იყოს ახალი – ყველა წასახემსებელი და ტკბილეული დატოვეთ ხელის-მაცივარში გამოყენებამდე. არ დაგავიწყდეთ ბევრი სასმელი წყლის წაღება – ბუნებაში თამაში მოითხოვს ბევრი ენერგიის ხარჯვას, ამიტომ ბავშვებს ხშირად მოსწყურდებათ.

თუ აღნიშნავთ სპეციალურ საბავშვო კაფეში ან გასართობ ცენტრში, ადრევე შეუთანხმეთ დაპატიჟებული ბავშვების მშობლებს და დაწესებულების პერსონალს სადღესასწაულო მენიუს ყველა პუნქტი.

✻ გასართობი პროგრამა

3-5 წლის ასაკში ბავშვები უკვე საკმაოდ დამოუკიდებელნი არიან და შეუძლიათ დაუღალავად ირბინონ, ითამაშონ სამოძრაო თამაშები და თვითონ გაერთონ. თუმცა, მოზრდილებიც აგრეთვე უნდა ჩაერთონ ერთობლივ გართობაში. მოიფიქრეთ კოსტუმირებული წვეულება, სახლის თეატრალური წარმოდგენა, მხიარული კონკურსები ჯილდოებით. პატარა იუბილარი და მისი სტუმრები ღირსეულად შეაფასებენ  თუ ოთახი მორთული იქნება ბუშტებით, კანფეტებით, ქაღალდის გირლანდებით.

თუ დაბადების დღეს აღნიშნავთ ბუნებაში, არ დაგავიწყდეთ ბურთის, ბადმინტონის, ლახტის წაღება, რათა ბავშვებმა დრო არა მხოლოდ მხიარულად, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ გაატარონ.

საბავშვო კაფეებსა და გასართობ ცენტრებში სადღესასწაულო პროგრამას ჩვეულებრივ მართავს მათი ანიმატორი, ამიტომ სტუმრების გართობის პრობლება მშობლებს მოხსნილი აქვთ. მიუხედავად ამისა, წინასწარ გაეცანით სადღესასწაულო პროგრამას, რომელსაც გთავაზობენ, განიხილეთ ის ბავშვთან ერთად და თუ მას ექნება რაიმე განსაკუთრებული სურვილი, აუცილებლად უთხარით ანიმატორს.

მიაქციეთ ყურადღება!

თვალი ადევნეთ ბავშვების უსაფრთხოებას: ასეთ ასაკში ისინი ძალიან ცნობისმოყვარე და მოძრავნი არიან. დამალეეთ საშიში საგნები, თუ აღნიშნავთ სახლში. აუცილებლად გააცანით ყველას ქცევის წესები, თუ აღნიშნავთ ბუნებაში და ნებსმიერ შემთხვევაში თვალი არ მოაცილოთ მათ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ბაღის ასაკის ბავშვები საკმაოდ სწრაფად იღლებიან, ამიტომ უმჯობესია წვეულება ჩაატაროთ დღის პირველ ნახევარში და აუცილებლად მოაწყვეთ დასასვენებელი ოთახი, თუ რომელიმე პატარას ძილი მოუნდება.

თუ დღესასწაულის ორგანიზებას დაავალებთ საბავშვო გასართობი ცენტრის პროფესიონალ ანიმატორებს, გაითვალისწინეთ რომ გასართობი პროგრამა არ გრძელდებოდეს 2-3სთ-ზე მეტი. ჩვეულებრივ ეს არის საკმარისი დრო იმისათვის, რომ ბავშვებმა წაიხემსონ, ითამაშონ და ამასთანავე არ დაიღალნონ.


იხილეთ აგრეთვე : ფურშეტი ბავშვებისათვის