ჩაი ფურშეტზე 599 06 91 51

ჩაის განმარტება  ვიწრო გაგებით
ჩაი (ჩინ. „ჩა“ პეკინურ და გუანდურ დიალექტზე; „ცაი-ე“ ტაივანურად; „ჩაი“ ჰინდიზე) – სასმელი, ჩაის ბუჩქის ფოთლის რომელიც მიიღება დუღილით, ხარშვით ან დაყენებით; ფოთოლი კი წინასწარ მზადდება სპეციალური ტექნოლოგიით.
ჩაის – მომზადება მოიცავს: წინასწარ გაშრობა, დაგრეხა, მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ფერმენტული დაჟანგვა, საბოლოო გაშრობა. სხვა ოპერაციები შედის პროცესში მხოლოდ ჩაის ცალკეული სახეებისა და სორტების წარმოების დროს.

ჩაი ფურშეტზე 599 06 91 51

ჩაის განმარტება ფართო გაგებით
ჩაი – ფართო მნიშვნელობით არის ნებისმიერი სასმელი, რომელიც მზადდება წინასწარ შემზადებული მცენარეული მასალის ადუღებით. ასეთი სასმელების სახელწოდებებში სიტყვა „ჩაის“ როგორც წესი ემატება განმარტება, რომელიც ახასიათებს გამოყენებულ ნედლეულს („მცენარეული ჩაი“, „კენკრის ჩაი“, „ხილის ჩაი“ და სხვა).

ჩაის დაყენება 
ჩაის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მეთოდით აყენებენ.
კლასიკური მეთოდით ჩაის მოსამზადებლად,  ჩაიდანი  უნდა იყოს თბილი და მშრალი.
შავი ჩაის მოსამზადებლად,  საჭიროა, ერთ ჭიქა წყალში  ერთი სავსე ჩაის კოვზით ფოთლები  ჩავყაროთ. შავი ჩაის დასაყენებლად საჭიროა 95 გრადუსზე ადუღებული წყალი. ხოლო, ცეილონის ჩაისთვის 80-90 გრადუსიანი ტემპერატურაც საკმარისია.

მწვანე ჩაის მომზადება
მწვანე ჩაის მისაღებად,  საჭიროა ერთი არასავსე ჩაის კოვზით ჩავუშვათ ფოთლები ერთ ჭიქა წყალში.   მწვანე ჩაისთვის იყენებენ დუღილის პირველ სტადიაში მყოფ წყალს.

ხილის ჩაის მომზადება
ხილის და სხვა სახის ჩაების მომზადებას თავისი წესები აქვს, რომელიც აწერია ჩაის შეფუთვაზე.

ჩაები  ფურშეტი -სათვის
მრავალ ქვეყანაში ფურშეტებზე სხვადასვა სახის ჩაები საკმაოდ პოპულარულია. საქართველოს რეალობაში, პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაღალი ხარისხის ჩაების შეთავაზება ფურშეტებზე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.


იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი „კვება“ , „ ფურშეტი