აპეტაიზერი გემრიელი გეომეტრია

აპეტაიზერი გემრიელი გეომეტრია

რომელი აპეტაიზერის მომზადება შეიძლება წვეულებისთვის განსაკუთრებული ფაციფუცის გარეშე? სენდვიჩები – მთელი მრავალფეროვნებით.
საკმარისია პურის ნატეხებს შორის რამე გემრიელის ჩადება. რაც უფრო მეტია ფენა, მით უკეთესი.
შესაძლოა, რომელიმე მეგობარი თქვენთან მოვიდეს პირდაპირ სამსახურიდან და უარს არ იტყვის წახემსებაზე. გთავაზობთ მათ შეხვდეთ ყველის, პომიდვრის და რუკოლას სენდვიჩებით.

ინგრედიენტები:

⦁ პურის ტოსტები – 12 ც
⦁ მაგარი ყველი – 200 გ
⦁ პომიდორი – 5-6 ც
⦁ ხაჭო – 300 გ
⦁ რუკოლა – 1 კონა
⦁ კამა – 5-6 გვირგვინი
⦁ მარილი – გემოვნებით

დაჭერით ყველი პატარა ნაწილებად, პომიდორი კი – რგოლებად. გარეცხეთ რუკოლა. კამა წვრილად გახეხეთ, აურიეთ ხაჭოში, კარგად დაარბილეთ ჩანგლით, დაუმატეთ მარილი გემოვნებით. წაუსვით 6 ნაჭერ პურზე.

ითოეულ ნაჭერზე დადევით ყველი, რუკოლას ფოთოლი და პომიდვრის რგოლი. ზემოთ დააფარეთ პურის დარჩენილი ნაჭრები და მსუბუქად დაპრესეთ ხელისგულებით.

ფართო დანით გაჭერით სენდვიჩი დიაგონალურად და გადაიტანეთ ნოყიერი სამკუთხედები დიდ ლანგარზე.