აპეტაიზერი ოქროს პირამიდა

აპეტაიზერი ოქროს პირამიდა

საფანელში ამოვლებული აპეტაიზერები ყოველთვის პირველი ქრება ლანგრებიდან. ყველის ხრაშუნა ბურთულები – მით უმეტეს. ყველს შეიძლება დაუმატოთ ლორი, ბეკონი ან ნებისმიერი სხვა ხორცი.

პიკანტურ ნოტებს მიანიჭებს ნიორი და ცხარე სუნელები. იმისთვის, რომ იყოს წვნიანი, დაამატეთ ახალი მწვანილი ან დამარილებული კიტრი. საინტერესო გამოვა ყველისა და ნიგვზის ან ყველისა და მშრალი მოცვის კომბინაცია.
გთავაზობთ ძირითად რეცეპტებს, შემდეგ კი შეგიძლიათ მიმართოთ იმპროვიზაციას.

ინგრედიენტები:

⦁ მაგარი ყველი – 300 გ
⦁ კვერცხის ცილა – 3 ც
⦁ ფქვილი – 3 ს/კ
⦁ მარილი და სუნელები – გემოვნებით
⦁ საფანელი
⦁ მცენარეული ზეთი – 300 მლ

გახეხეთ ყევლი წვრილად, რათა მიიღოთ წვრილი ბურბუშელები.

ცილა ათქვიფეთ კარგად და ჩაყარეთ მარილი მწიკვით. დაუმატეთ ყველი და ფქვილი, მარილი გემოვნებით, გამოიყვანეთ ცომი. ის უნდა იყოს წებოვანი და სქელი. თუ ცომი იშლება, დაუმატეთ კიდევ ფქვილი.
ვიდრე ცხელდება ზეთიანი ქვაბი, სველი ხელებით გააკეთეთ პინგ-პონგის ზომის ბურთულები და ამოავლეთ საფანელში.

ნახვრეტებიანი კოვზით ჩაუშვით ბურთულები მდუღარე ზეთში – ამგვარად ისინი არ შეეხებიან ფსკერს და გამოვა იდეალურად მრგვალი.
შეწვით ისინი მცირე პარტიებად თანაბარი ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე.
შემდეგ, ასევე ნახვრეტებიანი კოვზის საშუალებით ამოიღეთ ისინი ქვაბიდან და დააწყვეთ ქაღალდის სალფეთქზე. როდესაც ზედმეტი ცხიმი მოშორდება, დაალაგეთ ბურთულები პირამიდის სახით.