ტოსტები. კრუტონები

ტოსტები. კრუტონები

⦁ საუკეთესო აპეტაიზერულ ბუტერბროდებად ითვლება ტოსტები – პატარა ბუტერბროდები ოდნავ შებრაწული ან გახუხული პურის გამოყენებით.

⦁ ამ ბუტერბროდებისთვის ხორბლის ან ჭვავის პურს ჭრიან დაახლოებით 1 სმ სისქის ნაჭრებად და ბრაწავენ ან აშრობენ (ტაფაზე, ღუმელში, ტოსტერში).დაბრაწული რბილობიდან ამოჭრიან არა უმეტეს 6სმ ზომის სხვადასხვა ფორმებს: ვარსკვლავებს, რომბებს, ნახევარმთვარეებს, ოვალებს, კვადრატებს.

⦁ პურის ნაჭრებს უსვამენ კარაქს და გარნირად იყენებენ სხვადასხვა პროდუქტს. ტოსტებს აწყობენ სუფრის ხელსახოცით გაწყობილ ლანგარზე ან პატარა ლანგარზე, იღებენ ხელით ან საერთო გამოყენების გადმოსაღებით.

⦁ ტოსტებში ასევე ჩაარჭობენ ხის, პლასტმასის ან ვერცხლის ჩხირებს. დანა და ჩანგალი ამ ბუტერბროდებისთვის არ გამოიყენება.

⦁ პურისა და სხვა პროდუქტების ნორმა ერთი ადამიანისთვის იგივეა, რაც კანაპეს შემთხვევაში.

⦁ ფურშეტი სულ უფრო ხშირად ანაცვლებს ტრადიციულ სადღესასწაულო, საიუბილეო, საქორწინო, საბანკეტო სუფრებს. ფურშეტი საშუალებას აძლევს ყველა მეგობარს, კოლეგას, სტუმარს უფრო მეტად ესაუბრონ ერთმანეთს და არ შემოიფარგლონ მხოლოდ გვერდით მჯდომთან ურთიერთობით, როგორც ეს ბანკეტის სუფრაზე ხდება.