საბავშვო ხინკალი 599 06 91 51 ბავშვთა ფურშეტებისათვის

საბავშვო ხინკალი უკვე გამოჩნდა ბაზარზე . ეს შედარებით პატარა ზომის , ფერადი ხინკლებია . ძირითადად მათ , საბავშვო ფურშერებისთვის , ბავშვთა ფურშეტისათვის ამზადებენ .

ხინკალი გამოძახებით 599 06 91 51 , ხინკლის შეკვეთა, ხინკალი, ხინკლის გამოძახება ხინკალი გამოძახებით,ხინკლის გამოძახება გლდანი და სხვა ! ,ხინკლის შეკვეთა,კახური ხინკალი გამოძახებით,ქალაქური ხინკალი გამოძახებით,მთიულური ხინკალი გამოძახებით ბატის ხინკალი გამოძახებით,სოკოს ხინკალი გამოძახებით,კარტოფილის ხინკალი გამოძახებით, მოხევური ხინკალი გამოძახებით,ყველის ხინკალი გამოძახებით,ხაჭოს ხინკალი გამოძახებით, ჭინჭრის ხინკალი გამოძახებით,საბავშვო ხინკალი,ხინკლის გამოძახება დიეტის დროს ,ხინკალი ციმციმ მორთმეული,ხინკლის მოტანა 599 06 91 51,ხინკალი მოტანით 599 06 91 51,ხინკლის მიტანა 599 06 91 51,

თამარ თეთრაძე სპეციალურად საიტისათვის https://fursheti.medgeo.net

თეფშე მიმოფანტული ლამაზი ფერები, ნამდვილად ვერ დატოვებს გულგრილს  ვერცერთ ბავშვს.
ისე არც დიდები ვიტყოდით უარს.
ბევრმა არც იცის რომ ფერადი ხინკლების მომზადება ძალიან მარტივად შეგვიძლია სახლის პირობებშიც.

როგორ მოვამზადოთ საბავშვო ხინკალი ?

ფერადი ხინკლის მოსამზადებლად მთავარია ცომი გავაფერადოთ.
დავიწყოთ იქიდან რომ თითქმის ყველანაირი ფერის საკვები საღებავი არის გაყიდვაში.
შეგვიძლია სასურველი ფერი შევიძინოთ.  გავხსნათ წყალში და შემდეგ ამ წყალზე მოვზილოთ ცომი.
თუმცა დედების უმრავლესობა ბუნებრივ საღებავებს ანიჭებს უპირატესობას.
მითუმეტეს როდესაც პატარებითვის ვამზადებთ ლამაზ და გემრიელ კერძს.

წითელი ხინკალი

როგორც უკვე აღვნიშნე შეგვიძლია შეძენილი წითელი საღებავით შევღებოთ ჩვენი ხინკალი.
თუმცა წითელი ცომის მიღება ბუნებრივადაც შეგვიძლია.
ამისათვის დაგვჭირდება ჭარხალი. ჭარხლისგან ძალიან ლამაზი წითელი ფერი გამოდის.
ასევე ყველა დედამ კარგად იცის რომ ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. იგი მდიდარია რკინით და უამრავი სხვა ვიტამინით.
უნდა ავიღოთ ორი ან სამი ჭარხალი და გამოვწუროთ წვენი ცოცხლად.
გამოწურულ წვენი უნდა გამოვიყენოთ წყლის მაგივრად და მოვზილოთ ცომი. ასე მივიღებთ ულამაზესს წითელ ხინკლებს.

როგორ მივიღოთ მწვანე ფერი?

იმისათვის რომ ჩვენი ხინკლები მწვანედ შევღებოთ, დაგვჭირდება ისპანახი. კარგად გარეცხილ ისპანახის ფოთლებს დავასხათ ადუღებული წყალი. ცოტა ხანს გავაჩეროთ. შემდეგ გადავიტანოთ ბლენდერში და მცირეოდენ წყალთან ერთად დავაბლენდეროთ. შედარებით უხეში ნაწილები თუ დარჩა გადავწუროთ საწურზე. ასე მივიღებთ ბუნებრივ მწვანე საღებავს. წყლის ნაცვლად ცომისთვის უნდა გამოვიყენოთ ეს წვენი.

სტაფილოსფერი? ალბათ უკვე მიხვდით

ხინკალი რომ სტაფილოსფერი გამოვიდეს, დაგვჭირდება სტაფილოსფერი საღებავის მომზადება. რთული მისახვედრი არაა რომ ასეთი ფერი სწორედ სტაფილოსგან შეგვიძლია მივიღოთ. უმი სტაფილო უნდა გავფრცქვნათ და გამოვწუროთ ნატურალური წვენი. ამ წვენზე მოვზელთ ცომს. სტაფილოსგან მიღებული საღებავით, ძალიან ლამაზი ფერის ხინკლები გამოგვივა.

ყვითელი როგორც მზე

ხინკალი ისედაც მზის სიმბოლოდ ითვლებოდა. ამიტომ აუცილებელიც კია სხვა ფერებთან ერთად, ყვითელი ფერის მომზადებაც. საინტერესოა როგორ უნდა მივიღოთ ლამაზი ყვითელი ფერი?! ყვითელი ფერისთვის არც ხილი და არც ბოსტნეული არ გამოდგება. მზესავით ლამაზ ყვითელ ფერს მივიღებთ თუ ცომს კურკუმას ნაყენზე მოვზელთ. კურკუმა ინდოეთში ფრიად გავრცელებული სუნელია. ძალიან სასარგებლო თვისებებით. მისი შეძენა ჩვენთანაც თავისუფლად შეიძლება. სუნელს უნდა დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ. წყალი რომ ლამაზად შეიფერება, ჩვენი საღებავიც მზად არის.

ჯერჯერობით რესტორნებში ფერადი ხინკლების ასორტიმენტს თითქმის ვერ შევხვდებით.  ამიტომ მართალია ცოტა წვალება მოგვიწევს სახლში, მაგრამ ნამდვილად ღირს.   ჩვენი ხელით მომზადებული ლამაზი და გემრიელი სადილით გავუმასპინძლდებით პატარებს.
ფერად ხინკლებს რაღა თქმა უნდა ფერადი ლიმონათები დაამშვენებს. ჩვენი პატარებისთვის კი ძალიან სახალისო, სასარგებლო და გემრიელი სადილი გამოგვივა.