კორპორატიული ქეითერინგი – ქეითერინგის რამდენიმე სახეა , რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მხოლოდ მიმართულებებით და დღესასწაულის თემატიკით. ყველა ისინი გულისხმობენ ისეთ კორპორატიულ ღონისძიებებს, რომელთა ჩატარებაც არ შეიძლება ყველასთვის ჩვეული ხმაურიანი სუფრის გარეშე.
კორპორატიული დღესასწაულების გარდა, თანამშრომელთა ყოველდღიური კვება , უკვე გახდა კორპორატიული პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. თანამშრომელთა ყოველდღიური
კვებისთვისაც, კომპანიის ხელმძღვანელები მიმართავენ ისეთ მომსახურებას, როგორიცაა ქეითერინგი.
კორპორატიული ქეითერინგი -ს სახეები იყოფა სამ ძირითად ტიპად:
- როდესაც კერძის მომზადება ხდება უშუალოდ მომხმარებლის ოფისში
- როდესაც ოფისში მიაქვთ ნახევრად მზა კერძები, რომლების ბოლომდე მომზადება ხდება ამისათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე – კაფე ან სასადილო ოთახი.
- მზა კერძის მიტანა – რომელიც მხოლოდ უნდა გაცხელდეს მიკროტალღურ ღუმელში.
ქეითერინგ-მომსახურების შემდეგი სახეა – გასვლითი სარესტორნო მომსახურება . ის ითვალისწინებს რომელიმე ღონისძიების მომსახურებას, რომელიც ჩატარდება შემკვეთის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე. საკუთრივ საშუალო ზომების გამო, ბევრ რესტორანს არ შეუძლია მოემსახუროს დიდი რაოდენობის ვიზიტორებს და ზეიმის ორგანიზატორები იძულებულნი არიან მიმართონ ქეითეინგს.
გასვლითი მომსახურების სახეებია – შვედური მაგიდა ,პიკნიკი და სხვა .ასეთი მომსახურების არსი მდგომარეობს იმაში, რომ კერძის მომზადება ხდება უშუალოდ რესტორანში ან კაფეში, მზა პროდუქტები კი მიეწოდება უკვე შერჩეულ ღონისძიების ადგილზე.
ამგვარი მომსახურება გულისხმობს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ კერძების მიტანაზე, არამედ მომზადების ხარისხზეც, ასევე სუფრის სერვირებაზე, ღონისძიების სტუმრების პირველხარისხოვან მომსახურებაზე, ზეიმის დასრულების შემდეგ ტერიტორიის დასუფთავებაზე.
იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი”