აპეტაიზერი -ზღვის სტუმრები

აპეტაიზერი -ზღვის სტუმრები

წვეულებაზე კრევეტების ქონა ყოველთვის ყველას უხარია. მათი აპეტაიზერები – მსუბუქი, დახვეწილი და ძალიან გემრიელია! უმჯობესია შეიძინოთ გაყინული კრევეტები.

გაყინული პრიდუქტი ადრევე გაალღვეთ ოთახის ტემპერატურაზე. მნიშვნელოვანი საკითხია – სუფთად მოაცილეთ ნაწლავის ძაფი; თუ მის შესახებ დაგავიწყდებათ, ყველანაირი შთაბეჭდილება გაფუჭდება.

მოდით მოვამზადოთ ასეთი სწრაფი აპეტაიზერი ჩხირებზე.

ინგრედიენტები:

⦁ კრევეტები – 1კგ
⦁ თეთრი მშრალი ღვინო – 200მლ
⦁ ზეითუნის ზეთი
⦁ ლიმნის წვენი – 3ს/კ
⦁ ნიორი – 3-4 კბილი
⦁ ოხრახუში – 4-5 გვირგვინი
⦁ მარილი და შავი წიწაკა – გემოვნებით

ჩაჭყლიტეთ ნიორი, აურიეთ წვრილად დაქუცმაცებული ოხრახუში. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, ღვინო და ლიმნის წვენი.

მომზადებული კრევეტები წამოაცვით ხის ჩხირებზე, ჩააწყვეთ ღრმა თასში და დაასხით მარინადი ნახევარი საათით. ასეთი დელიკატესი ყველაზე გემრიელი გამოდის გრილზე.

სახლის პირობებში შეიძლება კრევეტების მწვადის მომზადება ტაფა-გრილზე. შეგიძლიათ ზეთი არ დაამატოთ. მთავარია, დროულად გადააბრუნოთ კრევეტები, რათა გემრიელად დაიბრაწოს ყველა მხრიდან.