აპეტაიზერი უხვი მწვადი

აპეტაიზერი უხვი მწვადი

გაბედულად ჩაურთეთ წვეულების მენიუში და ჩხირებზე მომზადებული აპეტაიზერების სხვა რეცეპტებში. მათთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი პროდუქტი. მთავარია, რომ ისინი კარგად შეესაბამებოდეს ერთმანეთს და მოეწონოს სტუმრებს. ამასთანავე, ჩხირებით მირთმევა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ხელებით. ბოსტნეული და ხორცი – სავსებით წარმატებული შეხამებაა.

ინგრედიენტები:

⦁ პატარა კარტოფილი – 18 ც
⦁ ცუკინი – 2 ც
⦁ ძეხვი – 300 გ
⦁ მცენარეული ზეთი – 1 ს/კ შესაწველად + 50 მლ მარინადისთვის
⦁ ნიორი – 2 კბილი
⦁ დაფქული პაპრიკა – 1ჩ/კ
⦁ პროვანსული მწვანილი – 1ჩ/კ
⦁ მარილი და დაფქული ჩილი – გემოვნებით

დაჭერით ცუკინი რგოლებად და ოდნავ შეწვით მცენარეულ ზეთში ორივე მხრიდან. კარტოფილი მოხარშეთ ნახევრადმზადყოფნამდე და დაჭერით მსხვილ ნაწილებად. თუ ქერქი თხელია, შეიძლება მისი დატოვება. ძეხვი დაჭერით მსხვილ რგოლებად.

შემდეგ დაიწყეთ აწყობა. ჩხირზე ააცვით კატოფილის ნაჭერი, ცუკინი და ძეხვი. აურიეთ ზეთში სუნელები და მარილი, დაასხით აპეტაიზერს, შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20წთ. სასურველია, რომ სტუმრების მოსვლისთვის აპეტაიზერი იყოს ჯერ კიდევ თბილი.