აპეტაიზერი – მექსიკური მოტივები

აპეტაიზერი – მექსიკური მოტივები

თქვენი წვეულების მენიუში დაამატეთ მზის ფერები და მოამზადეთ კესადილია. ამ აპეტაიზერის პლიუსი მდგომარეობს შიგთავსის მრავალფეროვნებაში. შეხამება შეიძლება იყოს ნებისმიერი – ქათამი ყველით, ლობიო ბოსტნეულით, ხორცის ფარში ჩილის ცხარე სოუსით, სოკო მწვანილით და ბერძნული სალათის ვარიანტებიც კი. გთავაზობთ შევჩერდეთ სიმინდის კესადილიაზე.

ინგრედიენტები:

⦁ ყველის ტორტილია – 12 ც
⦁ დაკონსერვებული სიმინდი – 400 გ
⦁ ხახვი – 2 ც
⦁ მაგარი ყველი – 200 გ
⦁ ზეითუნის ზეთი – შესაწვავად
⦁ ტომატის სოუსი – 2 ს/კ
⦁ მარილი და დაფქული ჩილი – გემოვნებით

გახეხეთ ყველი მსხვილად. ხახვი დაჭერით პატარა კუბიკებად და მოშუშეთ ზეითუნის ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე. დაყარეთ სიმინდის მარცვლები, დაუმატეთ ტომატის სოუსი, მარილი და წიწაკა, კარგად აურიეთ.

ტორტილია დადეთ გაცხელებულ ტაფა-გრილზე. ერთ ნახევარზე დააყარეთ ყველი, დაადეთ ცოტა შიგთავსი, კიდევ ერთხელ დააყარეთ ყველი, დააფარეთ ტორტილიას მეორე ნახევარი და დაპრესეთ. მიიყვანეთ ტორტილია ოქროსფერ შეფერილობამდე და გადააბრუნეთ. ზუსტად ასევე მოამზადეთ დანარჩენი ტორტილიებიც.