უალკოჰოლო სასმელები ფურშეტისათვის 599 06 91 51

უალკოჰოლო სასმელი ბევრი არასდროსაა..

უალკოჰოლო სასმელების გარეშე ფურშეტი -ს გაწყობა არ შეიძლება. უალკოჰოლო სასმელები  არასდროს არაა ბევრი. უალკოჰოლო სასმელებს მიეკუთვნება:

წყალი – ნებისმიერი სუფრის აუცილებელი კომპონენტია; ის არა მხოლოდ კარგად ახშობს წყურვილს, არამედ თან ახლავს სუფრის ნებისმიერ ეტაპს. უხდება ნებისმიერ კერძს და ფურშეტის მაგიდაზე უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით.

უალკოჰოლო სასმელები

ბანკეტის განმავლობაში თითოეული სტუმარი მოიხმარს 1.5ლ-მდე სითხეს, ფურშეტის დროს – ცოტა ნაკლებს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ ფურშეტის  სუფრაზე არ არის მინერალური წყალი და მხოლოდ წვენი და მორსია, სტუმრები დალევენ გაცილებით დიდი რაოდენობის უალკოჰოლო სასმელს – წყალი ყველაზე კარგად აქრობს წყურვილს. უნდა იცოდეთ, რომ მაგარი ალკოჰოლური სასმელები აპროვოცირებენ წყურვილს და ზრდიან სითხის მოთხოვნილებას ღვინისა და შამპანურისგან განსხვავებით.

სადღესასწაულო წვეულებისთვის სასმელების შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ სუფრაზე იყოს სხვადასხვა წვენები. ისინი წარმატებით ჩაანაცვლებენ ღვინოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ მოიხმარენ ალკოჰოლს. მსუბუქი წასახემსებლები შესანიშნავად ეხამება სტაფილოს და ღვინის წვენებს. ცხელი კერძებისთვის არაჩვეულებრივი ვარიანტი იქნება პომიდვრის, ქლიავის ან ბროწეულის წვენი. დესერტებს მოუხდება ჩაი ან ყავა.