ხინკალი გამოძახებით 599 06 91 51

ხინკალი გამოძახებით – ყველაზე პოპულარული სერვისია საქართველოში.

ხინკალი გამოძახებით 599 06 91 51


გამარჯობაოცი ხინკალი მინდა გამოძახებით !!!”

თამარ თეთრაძე სპეციალურად საიტისათვის https://fursheti.medgeo.net

ხინკალი და ლუდი, ეს არის ის, რის გამოც ყველაზე მეტად მიჭირს ხოლმე დიეტის შენარჩუნება. ეს ორი ერთმანეთს იმდენად უხდება, როგორც ქეთო და კოტე, წუნა და წრუწუნა, ბაში – აჩუკი.. აა თუ ეგ ერთი ადამიანია. მოკლედ დროა ისევ ფილმებს ჩავუჯდე.  ხო და იმას ვამბობდი რომ ეგაა ის, რაც ერთმანეთის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

ხინკლის საგარეო ანურესტორნულიინსტრუქცია

სანამ რესტორანში ხინკალს შევუკვეთავ, ჯერ ლუდს მოვატანინებ. ლოდინის პერიოდი ჩემთვის ლუდის წრუპვით და კომპანიონთან საუბრით, ძალიან სასიამოვნოდ მიმდინარეობს.  კათხის ძირამდე რომ ჩადის ლუდი, სწორედ მაშინ მოდის ცხელ-ცხელი ხინკალი. ეს ის მომენტია, უკვე რომ გწყურია გემრიელი ხინკლის წვენი, მაგრამ ეს ჯობია თუ ხინკლის სახლში გამოძახება ამაზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი.

ინსტრუქციახინკალი გამოძახებით ანუ საშინაო

ხო და სანამ ვფიქრობ რომელი ჯობია, მანამდე ვიტყვი ტრადიციულად ხინკალი ხელით იჭმევაო, ხშირად მეუბნებიან. ვიცი ბატონო, მაგრამ მე აქაც ჩემებური ტექნიკა მაქვს შემუშავებული. ჩანგალს ისე გავუყრი კუჭში და ისე მივირთმევ რომ წვეთიც არ დაიღვრება თეფშზე. ხო და სხვების ჭკუის სწავლების მოსმენას, ხინკლის სახლში გამოძახება მირჩევნია.
თანაც ვინ უყუროს ბაში-აჩუკის და ვინ მიუჯდეს ღვინის ქურდებს, თუ რესტორანში გავიქეცი?!
აქ აშკარა პრიორეტი აქვს ხინკალს გამოძახებით.ხინკალი გამოძახებით

ხინკლის დაბადება და სილამაზის სტანდარტები

ზოგადად ხინკალი მისი ლამაზი და მრავალი ნაოჭოთ ფასდება. ეს თურმე მის სიმბოლურ დატვირთვასაც უკავშირდება. ხინკალი მზის სიმბოლოდ აღიქმებოდა თურმე. მართალია მე მთის სიმბოლოდ უფრო აღვიქვამ. თეფშზე მორთმეული ცხელი ხინკლები, ნამვილად ერთმანეთში გადაგრეხილ მთებს მაგონებს. წარმოშობითაც ხომ მთისაა და ალბათ ამიტომაც დამსგვსებია ასე ძალიან.
მის “დაბადებასთან” დაკავშირებით იმდენი ვერსია არსებობს, რომელი დავიჯერო აღარ ვიცი. წითელკანიანთა ბელადივით დაუსრულებელი კითხვები მიჩნდება. ზოგმა მწყებსებმა მოიგონესო, ზოგმა მონღოლებმა შემოიტანესო, ზოგმაც ხევისბერის ცოლმა ხინდამ მოახვია პირველი ხინკალი და ეს სახელიც მის პატივსაცემად შეერქვაო.
მაშ ისიც საინტერესოა ხინკალი თავიდანვე ხინკალი იყო, თუ ჯერ “ხინდალი” და შემდეგ შეიცვალა სახელი და გადასხვაფერდა.

ხინკალი გამოძახებით და გადაძახებით

ხინკლის სახელის გადასხვაფერების ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რეცეპტი რომ საგრძნობლად გადასხვაფერდა მისი პირვანდელი ვარიანტისგან ეს ნათელია.ხინკალი გადაძახებით
მისი ტრადიციული რეცეპტი ცხვრის დაკეპილი ხორცისგან, მინიმალური შეზავებით და რუხი ფქვილისგან შემდგარი ცომისგან მზადდება. მთებში ხინკალზე ტრადიციული მიპატიჟების ფორმა გადაძახებაა.გაქალაქურებული ხინკალი უფრო გაპრანჭულია. ცომიც  უფრო პრიალა და მიმზიდველია. შიგთავსი მწვანილებით შეზავებული. ხორცი კი შერეული, საქონელი და ღორი.
ქალაქში მეზობლის გადაძახება-გადმოძახებას ვერ დაელოდებით, ამიტომ საუკეთესო ვარიანტია ხინკალი გამოძახებით.

ვაკელი ხინკალი შოკოლადით

ხინკლის ისეთი არჩევანია, თითქმის ნებისმიერი შიგთავსით შეიძლება შეგხვდეთ. ეს იქნება სოკო, კარტოფილი, ყველი, ხაჭო თუ.. მოკლედ რასაც მზარეულის ფანტაზია გაწვდება. რაც აქამდე ჯერ არასდროს გამისინჯავს და შემხვედრია, ეს ტკბილი ხინკალია, შოკოლადის ან ალუბლის შიგთავსით. ეს ნამდვილად ვაკეში უნდა დაიბადოს. ხო და სანამ ვაკელი ჩიკა, შოლოლადის “ჩინკალს”  შემოგვთავაზებს, მანამდე ისევ ხინდას ხორციანი ხინკალი გამოვიძახო ჯობია.

ხინკლის სასმელთან შეხამება

ხინკალი და ლუდი, როგორც ვთქვი ჩემთვის ცალ-ცალკე არ მოიაზრება. თუმცა უფრო მაღალი გრადუსის მოყვარულებისთვის, პრიორიტეტული არაყია. არაყი სახლში გამოხდილი იქნება ხილის, ვაზის თუ ქარხნული ეს უკვე გემოვნებასა და სიტუაციაციაზეა დამოკიდებული. ხინკალი როგორც დიდებს უყვართ, ისე უყვართ პატარებსაც. სასმელი? რა თქმა უნდა ლიმონათი. სხვა გაზიანი სასმელებიც იდეალურად ეხამება. მოკლედ ყველა თაობასა და გემოვნებას ერგება ხინკალიც და მისი აუცილებელი ატრიბუტი სასმელიც.

ხო და იმდენჯერ ვახსენე ხინკალი, ასე მგონია მთები მეძახიან, მთები რა, ხინკლები.

მოვდივარ,
მოვდივარ 🙂
მოვდივარ კი არა…
გამარჯობაოცი ხინკალი მინდა გამოძახებით!!!”

 

ხევსურეთის ჭიუხები

საუკეთესო გვერდები ხინკლის შესახებ ქართულ ინტერნეტში

Top-ხინკალი გამოძახებით
Top-ხინკლის შეკვეთა
Top-ხინკალი
Top-ხინკლის გამოძახება
Top-ხინკალი გამოძახებით

Top-ხინკლის გამოძახება
Top-ხინკალი
Top-ხინკლის შეკვეთა
Top-ხინკლის გამოძახება
Top-ხინკალი
Top-ხინკალი გამოძახებით

 

 

 

Facebook Comments